Категории:

თავი III. საგნობრივი პროგრამები

Поиск по сайту:


страница11/64
Дата08.03.2012
Размер9.94 Mb.
ТипДокументы
Vii – ix კლასები) და საშუალო სკოლა (
Подобный материал:
1   ...   7   8   9   10   11   12   13   14   ...   64

პრობლემების გადაჭრა


  • ამოცანის შინაარსის აღქმა, ამოცანის მონაცემებისა და საძიებელი სიდიდეების გააზრება-გამიჯვნა

  • პრობლემის განსაზღვრა და მისი ჩამოყალიბება, მათ შორის არასტანდარტულ ვითარებაში (მაგ. როდესაც პრობლემის გადასაჭრელად საჭირო მათემატიკური პროცედურა ცალსახად არაა განსაზღვრული)

  • კოპლექსური (რთული) პრობლემების საფეხურებად, მარტივ ამოცანებად დაყოფა და ეტაპობრივად გადაჭრა (ამოხსნა), მათ შორის სტანდარტული მიდგომებისა და პროცედურების გამოყენებით

  • პრობლემის გადასაჭრელად საჭირო სტრატეგიებისა და რესურსების შერჩევა, მათი გამოყენება და ეფექტიანობის მონიტორინგი

  • უკვე ცნობილი ფაქტებისა და სტრატეგიების შერჩევა და ერთმათეთთან დაკავშირება მაღალი სირთულის პრობლემების გადასაჭრელად

  • მიღებული შედეგის კრიტიკული შეფასება კონტექსტის გათვალისწინებით და ზღვრული შემთხვევების კვლევა

  • პრობლემის გადაჭრისას ადეკვატური დამხმარე ტექნიკური საშუალებებისა და ტექნოლოგიების შერჩევა და მათი გამოყენება

დამოკიდებულება


  • თანამშრომლობა ჯგუფური სამუშაოების შესრულებისას; კორექტულობა მასწავლებელთან და მეგობრებთან მიმართებაში

  • სამუშაოს ორგანიზებისა და დაგეგმვის ხერხებისა და მეთოდების ფლობა

  • მათემატიკის ადგილისა და მნიშვნელობის შეფასება სხვადასხვა დისციპლინებში, ბიზნესში, ხელოვნებაში და ადამიანის მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროებში

  • ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებისას ეთიკურ/სოციალური ხასიათის პრობლემების გაცნობიერება და ეთიკური ნორმების დაცვა.

მათემატიკის ეროვნული სასწავლო გეგმის სტრუქტურა


ჩამოთვლილი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება და განვითარება შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი შინაარსის (ცნებების, დებულებებისა და პროცედურების) გამოყენებით.

ეროვნული სასწავლო გეგმა მათემატიკაში პირობითად დაყოფილია ოთხ ძირითად მიმართულებად: რიცხვები და მოქმედებები; გეომეტრია და სივრცის აღქმა; მონაცემთა ანალიზი, სტატისტიკა და ალბათობა; კანონზომიერებები და ალგებრა.

ეს მიმართულებები მჭიდრო ურთიერთკავშირშია და მოიცავს იმ ცოდნას და უნარ-ჩვევებს, რომელსაც მოსწავლე უნდა დაეუფლოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში სწავლის განმავლობაში. სასწავლო გეგმის დაყოფა მიმართულებებად არ ნიშნავს კურსის ანალოგიურ დაყოფას, იგი მხოლოდ წარმოაჩენს შესასწავლი მასალის სპექტრს და საშუალებას იძლევა მიეთითოს, თუ რაზე უნდა გამახვილდეს მეტი ყურადღება სწავლების ამა თუ იმ საფეხურზე.

  1. რიცხვები და მოქმედებები:

  • რიცხვები, მათი გამოყენებები და რიცხვის წარმოდგენის საშუალებები

  • მოქმედებები რიცხვებზე და რიცხვითი თანაფარდობები

  • რაოდენობათა შეფასება და მიახლოება

  • სიდიდეები, ზომის ერთეულები და რიცხვების სხვა გამოყენებები

  1. გეომეტრია და სივრცის აღქმა:

  • გეომეტრიული ობიექტები: მათი თვისებები, ურთიერთმიმართება და კონსტრუირება

  • ზომა და გაზომვის საშუალებები

  • გარდაქმნები და ფიგურათა სიმეტრიულობა

  • კოორდინატები და მათი გამოყენება გეომეტრიაში

  1. მონაცემთა ანალიზი, ალბათობა და სტატისტიკა:

  • მონაცემთა წყაროები და მონაცემთა მოპოვების საშუალებები

  • მონაცემთა მოწესრიგების ხერხები და მონაცემთა წარმოდგენის საშუალებები

  • მონაცემთა შემაჯამებელი რიცხვითი მახასიათებლები

  • ალბათური მოდელები

  • შერჩევითი მეთოდი და შერჩევის რიცხვითი მახასიათებლები

  1. კანონზომიერებები და ალგებრა:

  • სიმრავლეები, ასახვები, ფუნქციები და მათი გამოყენება

  • დისკრეტული მათემატიკის ელემენტები და მათი გამოყენება

  • ალგორითმები და რეკურსია

  • ალგებრული ოპერაციები და მათი თვისებები

მიმართულებების მიზნები სწავლების საფეხურების მიხედვით


სასწავლო კურსი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში დაყოფილია სამ საფეხურად: დაწყებითი სკოლა (I – VI კლასები), საბაზო სკოლა (^ VII – IX კლასები) და საშუალო სკოლა (X – XII კლასები). მათემატიკის სასწავლო კურსის აგების პრინციპი უნდა ითვალისწინებდეს ამ დაყოფას და თითოეულ საფეხურზე მათემატიკის სწავლებას უნდა ჰქონდეს მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზნები.

რიცხვები და მოქმედებები


ამ მიმართულების ძირითადი მიზნებია "რიცხვის შეგრძნების” განვითარება, თვლის პრინციპების ათვისება, არითმეტიკული მოქმედებებისა და მათი თვისებების შესწავლა, გამოთვლის ხერხების ათვისება და შედეგების შეფასება; ჩაწერის პოზიციური სისტემების შესწავლა, მათი ურთიერთშედარება და გამოყენება არითმეტიკული მოქმედებების შესრულებისას და პრაქტიკული ამოცანების გადაჭრისას; რიცხვითი სისტემების შესწავლა.

დაწყებითი სკოლა. ამ საფეხურზე უნდა მოხდეს რიცხვებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრისას არითმეტიკული მოქმედებების და მათი ადეკვატურად გამოყენების უნარის ჩამოყალიბება; არითმეტიკული მოქმედებების თვისებებისა და მათ შორის კავშირების დანახვა; არითმეტიკული მოქმედებების შედეგისა და რიცხვითი გამოსახულების მნიშვნელობის შეფასების უნარის განვითარება.

გარდა ამისა, მოსწავლეს უნდა ჩამოუყალიბდეს ათობითი პოზიციური სისტემის სრულყოფილი გაგება და მრავალნიშნა რიცხვებზე მოქმედებების შესრულებისას მისი გამოყენების უნარი; წილადის სხვადასხვა ასპექტის (როგორც მთელის ნაწილი, ერთობლიობის ნაწილი, პოზიცია რიცხვით ღერძზე და გაყოფის შედეგი) გაგება.

საბაზო სკოლა. ამ საფეხურზე მოსწავლემ უნდა გაიღრმავოს თავისი ცოდნა მთელ რიცხვებთან, წილადებთან, ათწილადებთან და პროცენტებთან დაკავშირებით ისე, რომ საფეხურის დასრულების შემდეგ იყენებდეს წილადების ეკვივალენტობას, ათწილადებს, პროპორციას და პროცენტებს ამოცანების ამოხსნისას და რეალურ ვითარებაში. რიცხვის ცნების გაგება უნდა გაფართოვდეს რაციონალურ რიცხვებამდე. მას უნდა შეეძლოს რიცხვით ღერძზე რაციონალური რიცხვის მიახლოებითი პოზიციის მითითება და უნდა შეექმნას საწყისი წარმოდგენები ირაციონალურ რიცხვებზე.

საშუალო სკოლა. რიცხვებზე არითმეტიკული მოქმედებების შესრულების უნარი და მათი თვისებების ცოდნა/გამოყენება უნდა გახდეს ალგებრული სტრუქტურებისა და კანონზომიერებების უკეთ გააზრების საფუძველი. ამ საფეხურზე, მოსწავლეს უნდა შეეძლოს როგორც რიცხვითი სისტემის, ასევე არითმეტიკული ოპერაციის ცნების გაფართოება, მაგ. ვექტორებსა და მატრიცებზე. გარდა ამისა, უნდა მოხდეს მთელ რიცხვთა სისტემის უფრო ღრმად შესწავლა რიცხვთა თეორიის ელემენტების გამოყენებით.

კანონზომიერებები და ალგებრა


ამ მიმართულების ძირითადი მიზანია მოსწავლეს ჩამოუყალიბდეს კანონზომიერებების, ალგებრული მიმართებებისა და ფუნქციური დამოკიდებულებების ამოცნობის; აგრეთვე, მათი საშუალებით მოვლენების მოდელირებისა და პრობლემების გადაჭრის უნარი.

დაწყებითი სკოლა. ამ საფეხურზე მიმართულების მიზანია მარტივი კანონზომიერებებისა და სიდიდეებს შორის დამოკიდებულების ამოცნობის უნარის განვითარება, არითმეტიკული ოპერაციების თვისებების და ასოითი აღნიშვნების გამოყენების შესწავლა.

საბაზო სკოლა. ამ საფეხურზე მიმართულების მიზანია სიდიდეებს შორის დამოკიდებულებებთან დაკავშირებული ცნებებისა და პროცედურების შესწავლა, აგრეთვე მათი გამოსახვის სხვადასხვა ხერხის ერთმანეთთან დაკავშირებისა და შედარების უნარის განვითარება; პრობლემის გადაჭრისას ასოითი გამოსახულების გამოყენების, მათ შორის განტოლების შედგენისა და ამოხსნის უნარის განვითარება; საწყისი წარმოდგენების შექმნა სიმრავლურ ცნებებსა და ოპერაციებზე.

საშუალო სკოლა. ამ საფეხურის მიზანია ფუნქციათა ოჯახების, მათი შედარებისა კვლევის მეთოდების შესწავლა; სხვადასხვა კონტექსტში არსებული დამოკიდებულების გამოსახვისას იტერაციული და რეკურენტული ფორმების გამოყენების უნარის განვითარება; სტრუქტურის აღწერისა და შესწავლისას დისკრეტული მათემატიკის აპარატის გამოყენების უნარის განვითარება.

გეომეტრია და სივრცის აღქმა


ამ მიმართულების ძირითადი მიზანია გეომეტრიული ობიექტებისა და მათი თვისებების, გაზომვების, გეომეტრიული გარდაქმნებისა და გეომეტრიაში ალგებრული მეთოდების გამოყენების შესწავლა.

დაწყებითი სკოლა. ამ საფეხურზე მიმართულების მიზანია გეომეტრიული ობიექტების ურთიერთგანლაგების აღწერისა და დემონსტრირების, გეომეტრიულ ობიექტთა კომპონენტების ამოცნობისა და მათი ურთიერთმიმართების აღწერის, ატრიბუტების მიხედვით ფიგურათა დაჯგუფების, სიტყვიერი აღწერილობის მიხედვით ფიგურის ამოცნობისა და მისი მოდელის შექმნის უნარის განვითარება.

საბაზო სკოლა. ამ საფეხურზე მიმართულების მიზანია გეომეტრიულ ობიექტთა შესწავლისას, გეომეტრიულ ობიექტთა შორის მიმართებების დადგენისას და გეომეტრიულ ობიექტთა კლასიფიკაციისას, გაზომვის, შედარებისა და გეომეტრიული გარდაქმნების გამოყენების უნარის განვითარება. გარემოში ორიენტირებისას კოორდინატების გამოყენების და არაპირდაპირი გზით ობიექტთა ზომების დადგენის შესწავლა; ინდუქციური/დედუქციური მსჯელობისა და ვარაუდის გამოთქმა-შემოწმების უნარის განვითარება.

საშუალო სკოლა. აღნიშნულ საფეხურზე უნდა მოხდეს დედუქციური/ინდუქციური მსჯელობისა და გეომეტრიული კვლევის შედეგების განზოგადების უნარის განმტკიცება. კოორდინატების, ტრიგონომეტრიის და გარდაქმნების გამოყენება პრაქტიკული გეომეტრიული პრობლემების გადასაჭრელად და ამ ხერხებიდან ყველაზე ეფექტიანის შერჩევის უნარის განვითარება.

მონაცემთა ანალიზი, ალბათობა და სტატისტიკა


ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში სტატისტიკური ცნებებისა და აპარატის შემოტანის მიზანია მოსწავლეთა ინტუიციური წარმოდგენების მოწესრიგება, სტრუქტურებად ჩამოყალიბება და მათი ალბათურ-სტატისტიკური ინტუიციისა და აზროვნების განვითარება.

დაწყებითი სკოლა. ამ საფეხურზე მიმართულების სწავლების მიზანია მოსწავლეები გაეცნონ აღწერითი სტატისტიკის ელემენტებს – თვისებრივ და დისკრეტულ რაოდენობრივ მონაცემთა შეგროვების, მოწესრიგების, წარმოდგენისა და ინტერპრეტაციის საშუალებებს.

საბაზო სკოლა. ამ საფეხურზე მიმართულების სწავლების მიზანია მოსწავლეები დაეუფლონ აღწერითი სტატისტიკის ძირითად ცნებებსა და მეთოდებს, რათა მათი საშუალებით გაერკვნენ მონაცემთა თავისებურებებში და შეძლონ ვარაუდის გამოთქმა მონაცემებზე დაყრდნობით. გარდა ამისა, სწავლების მიზანია მოსწავლეები გაეცნონ ალბათობის თეორიის საწყისებს და გააცნობიერონ განსხვავება დეტერმინისტულ და შემთხვევითობის შემცველ ვითარებებს შორის.

საშუალო სკოლა. ამ საფეხურზე მიმართულების სწავლების მიზანია მოსწავლეებს შეექმნათ სისტემატიზებული წარმოდგენები ალბათობის თეორიისა და სტატისტიკის შესახებ, რათა გააკეთონ ან/და შეაფასონ დასკვნები გაურკვევლობის შემცველ ვითარებაში, ამოიცნონ შემთხვევითობის როლი ამა თუ იმ წამოწყებაში და მოახდინონ მისი კვანტიფიკაცია გადაწყვეტილების მისაღებად.
1   ...   7   8   9   10   11   12   13   14   ...   64

Скачать, 155.34kb.
Поиск по сайту:



База данных защищена авторским правом ©ДуГендокс 2000-2014
При копировании материала укажите ссылку
наши контакты
DoGendocs.ru
Рейтинг@Mail.ru