თავი III. საგნობრივი პროგრამები

Поиск по сайту:


Названиеთავი III. საგნობრივი პროგრამები
страница2/64
Дата08.03.2012
Размер9.94 Mb.
ТипДокументы
Смотрите также:
1   2   3   4   5   6   7   8   9   ...   64

გ. მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა


  • არგუმენტირებული მსჯელობა სხვადასხვა ჟანრის მხატვრულ ტექსტებში გამოვლენილი მსოფლმხედველობრივი საკითხებისა და ლიტერატურული თავისებურებების შესახებ;

  • ლიტერატურულ ნაწარმოებზე სუბიექტური მოსაზრების ჩამოყალიბება და წარმოჩენა;

  • ლიტერატურულ ნაწარმოებებში მხატვრული აზროვნების ფორმების იდენტიფიცირება, შედარება, შეპირისპირება, დაკავშირება და ანალიზი;

  • სხვადასხვა ეპოქის ლიტერატურულ ტექსტებში ასახულ კულტურულ ფასეულობათა გააზრება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა;

  • სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურული ტექსტის შექმნის პროცესში ცხოვრებისეული და შემოქმედებითი გამოცდილების რეალიზება;

  • წერილობით ტექსტებში საკუთარი პოზიციისა და ღირებულებითი დამოკიდებულებების სხვადასხვა ლიტერატურული ფორმით წარმოჩენა;

  • ქართული და მსოფლიო ლიტერატურული პროცესებისა და უნივერსალური ლიტერატურული თემების ურთიერთკავშირის აღმოჩენა.



2. სპეციალური ნაწილი საგანში ქართული ენა და ლიტერატურა

I კლასის სტანდარტი ქართულ ენასა და ლიტერატურაში

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით


ზეპირმეტყველება

კითხვა

წერა

ქართ.I.1. მოსწავლე ისმენს და ადეკვატურად აღიქვამს მარტივ ინფორმაციას; სწორად რეაგირებს ნაცნობ სამეტყველო სიტუაციებში.

ქართ.I.2. მოსწავლე გადმოსცემს მარტივ ინფორმაციას მისთვის ნაცნობ თემებზე.


ქართ.I.3. მოსწავლე იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს.

ქართ.I.4. მოსწავლე ისმენს და იგებს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილ მცირე ზომის ტექსტებს და გამოხატავს თავის დამოკიდებულებას.

ქართ.I.5. მოსწავლე სათანადოდ აღიქვამს წაკითხული მარტივი ტექსტის შინაარსს.

ქართ.I.6. მოსწავლე ამოიცნობს ტექსტში მარტივ ენობრივ ერთეულებს.

ქართ.I.7. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს წიგნთან მუშაობის საწყისი ჩვევები.

ქართ.I.8. მოსწავლე გამოხატავს თავის დამოკიდებულებას წაკითხული ტექსტის მიმართ.

ქართ.I.9. მოსწავლე წერს კარნახით და ნაბეჭდი ტექსტიდან / დაფიდან გადაწერს მარტივ წინადადებებს.

ქართ.I.10. მოსწავლე ადგენს მარტივ წინადადებებს ნაცნობ თემებზე.

ქართ.I.11. მოსწავლე იცნობს და მართებულად იყენებს წერილობითი ტექსტის გრაფიკულ სტრუქტურას.



სარეკომენდაციო შინაარსი

I კლასის სტანდარტში მოცემული შედეგების მიღწევა შესაძლებელია მოცემულ შინაარსზე დაყრდნობით:


1. ინფორმაციის გაგება, ანალიზი და შეფასება

ძირითადი თემატიკა: ბგერა და ასო; მარცვალი. კავშირი და განსხვავება დონეებს შორის: სიტყვა _ წინადადება; მარტივი წინადადების აგება; თხრობითი, კითხვითი და ბრძანებითი წინადადებების ინტონაციის გამოხატვა; წინადადება _ დასრულებული აზრი.


2. ენის კომუნიკაციური ასპექტები

ძირითადი თემატიკა: მოსმენისა და საუბრის წესები; თავაზიანი მეტყველება; მეტყველების ეტიკეტური ფორმები (მისალმება, დამშვიდობება, ბოდიშის მოხდა, მადლობის გადახდა, თხოვნა); სიტყვიერი და არასიტყვიერი კომუნიკაცია (ჟესტები, მიმიკა, ხმის დონეები, ინტონაცია); წერილობითი ტექსტის გრაფიკული სტრუქტურა: განსხვავებული ტიპის შრიფტები, ილუსტრაციები. ტექსტი, სათაური, ავტორი.


3. მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა

ძირითადი თემატიკა: მცირე ზომის ლექსები, მოთხრობები და ზღაპრები თანატოლებზე, სამშობლოზე, მეგობრობაზე, სიმართლეზე, ადამიანურ ურთიერთობებზე, ცხოველებზე, სიკეთესა და ბოროტებაზე, ადამიანისა და ბუნების ურთიერთობაზე.


საკითხავი მასალა: ლიტერატურული და ხალხური ზღაპარი; მცირე ზომის ფოლკლორული ტექსტები: ენის გასატეხები, გამოცანები, ანდაზები, ლექსები. ქართული და უცხოური საბავშვო კლასიკა და თანამედროვე მწერლების ზღაპრები, მოთხრობები, კომიქსები, ქართული საბავშვო ლექსები.


II კლასის სტანდარტი ქართულ ენასა და ლიტერატურაში

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით


ზეპირმეტყველება

კითხვა


წერა




ქართ.II. 1.მოსწავლე ადეკვატურად რეაგირებს მარტივ სამეტყველო სიტუაციებში.


ქართ.II. 2. მოსწავლე ისმენს და იგებს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილ მცირე ზომის

ტექსტებს და გამოხატავს თავის დამოკიდებულებას.


ქართ.II. 3. მოსწავლე მეტყველებაში იყენებს აქტიურ ლექსიკასა და ძირითად ენობრივ ფორმებს.





ქართ.II. 4. მოსწავლე იყენებს კითხვის მარტივ სტრატეგიებს.


ქართ.II. 5. მოსწავლე კითხულობს და იგებს მცირე ზომის ტექსტებს.


ქართ.II. 6. მოსწავლე ამოიცნობს მარტივი ტექსტის არსებით ენობრივ-გრამატიკულ

ნიშნებს.





ქართ.II. 7. მოსწავლე ადრესატის გათვალისწინებით თხზავს მარტივი სახის საკომუნიკაციო და მიზნობრივ ტექსტებს.


ქართ.II. 8. მოსწავლე დამოუკიდებლად ადგენს მცირე მოცულობის ტექსტებს ნაცნობი ლექსიკის გამოყენებით.


ქართ.II. 9. მცირე მოცულობის ტექსტების შექმნისას მოსწავლე იყენებს ძირითად გრამატიკულ ელემენტებს.


ქართ.II. 10. მოსწავლე იყენებს ნაწერის გასწორების მარტივ ხერხებს.




სარეკომენდაციო შინაარსი

II კლასის სტანდარტში მოცემული შედეგების მიღწევა შესაძლებელია მოცემულ შინაარსზე დაყრდნობით:



  1. ინფორმაციის გაგება, ანალიზი და შეფასება

ძირითადი თემატიკა:

ლექსიკოლოგიური ასპექტი: სიტყვები გამოხატავენ ნაირგვარ სემანტიკას: საგანს, თვისებას, მოქმედებას და სხვ.; შეიძლება ერთსა და იმავე სიტყვას სხვადასხვა მნიშვნელობა ჰქონდეს; სიტყვის შერჩევა შესაძლებელია (და აუცილებელი) შინაარსის მიხედვით, რათა აზრი უკეთ გადმოიცეს.

გრამატიკული ასპექტი: ხმოვანი და თანხმოვანი; სიტყვის ბგერითი ანალიზი და სინთეზი. სიტყვის ფორმობრივი ანალიზის საწყისი ჩვევების გამომუშავება; კავშირი და განსხვავება დონეებს შორის: სიტყვა _ წინადადება _ ტექსტი; მარტივი წინადადების აგება და ძირითადი სასვენი ნიშნების გამოყენება; წარმოთქმული წინადადების ინტონაციის გამოხატვა წერისას და დაწერილისა _ პირიქით, წარმოთქმისას; სიტყვათა შინაარსობრივი კავშირი წინადადებაში; წინადადება _ დასრულებული აზრი; მოცემული სიტყვებით წინადადების კონსტრუირება; თხრობითი, კითხვითი და ძახილის წინადადებები.


2. ენის კომუნიკაციური ასპექტები

ძირითადი თემატიკა: საუბრის თემა, ადრესანტი და ადრესატი; ეტიკეტური დიალოგები. მოსმენის სტრატეგიები (თემა, სათაური და საკვანძო სიტყვები). შესწავლითი კითხვა (სასწავლო ტექსტის კითხვის სტრატეგიები: სათაურისა და აბზაცების მიხედვით კითხვების დასმა, საკვანძო სიტყვების გამოყოფა); ტექსტის კორექტირების მარტივი ხერხები (ჩამატება, ამოღება). ტექსტი, როგორც თემატური და აზრობრივი ერთიანობა. სათაურის ტიპები. ტექსტის სტრუქტურულ-აზრობრივი ნაწილები: დასაწყისი, ძირითადი ნაწილი, დასასრული. აღწერა და მსჯელობა. მიზნობრივი და ზეპირი კომუნიკაციის მარტივი ტექსტები (წერილი, დიალოგი, განცხადება, გამაფრთხილებელი წარწერები).


3. მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა

ძირითადი თემატიკა: ლექსები, მოთხრობები და ზღაპრები თანატოლებზე, სამშობლოზე, მეგობრობაზე, სიმართლეზე, ადამიანურ ურთიერთობებზე, ადამიანისა და ბუნების ურთიერთობაზე, სიკეთესა და ბოროტებაზე.


საკითხავი მასალა: ლიტერატურული და ხალხური ზღაპრები, იგავ-არაკები; მცირე ფოლკლორული ჟანრები: ენის გასატეხები, გამოცანები, ანდაზები, ლექსები. ქართული და უცხოური საბავშვო კლასიკა, მოთხრობები, კომიქსები, ქართული საბავშვო ლექსები.


III კლასის სტანდარტი ქართულ ენასა და ლიტერატურაში

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით

ზეპირმეტყველება

კითხვა

წერა



ქართ.III. 1. მოსწავლე მოსმენით ამოიცნობს ტექსტის დანიშნულებას და

ადრესატს; ადრესატის გათვალისწინებით წარმართავს სამეტყველო ქცევას.


ქართ.III.2. მოსწავლე ისმენს ლიტერატურულ ტექსტებს, იგებს და გადმოსცემს მათ შინაარსს.


ქართ.III .3. მოსწავლე სათანადოდ იყენებს ძირითად ენობრივ-გრამატიკულ საშუალებებს.



ქართ.III .4. მოსწავლე დამოუკიდებლად (ხმამაღლა/ჩუმად) კითხულობს და იგებს სხვადასხვა სახის ტექსტს მისთვის ნაცნობ თემებზე.


ქართ.III.5. მოსწავლე ხმამაღლა კითხულობს მხატვრული პროზის ნაცნობ, მცირე ზომის ფრაგმენტს.


ქართ.III.6. მოსწავლე გამოხატავს ლიტერატურული ტექსტის მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას.


ქართ.III.7. მოსწავლე იყენებს კითხვის ზოგიერთ სტრატეგიას.


ქართ.III.8. მოსწავლე ამოიცნობს მარტივი ტექსტის არსებით ენობრივ-გრამატიკულ ნიშნებს.



ქართ.III.9. მოსწავლე წერს და შესაბამისად აფორმებს სხვადასხვა სახის მარტივ მიზნობრივ ტექსტს.


ქართ.III.10. მოსწავლე დამოუკიდებლად ქმნის მცირე ზომის ტექსტს; გასაგებად აყალიბებს აზრს.


ქართ.III.11. ტექსტის შექმნისას მოსწავლე მართებულად იყენებს ძირითად გრამატიკულ ელემენტებს.


ქართ.III.12. მოსწავლე იყენებს ტექსტის ჩასწორების მარტივ ხერხებს.


სარეკომენდაციო შინაარსი

III კლასის სტანდარტში მოცემული შედეგების მიღწევა შესაძლებელია მოცემულ შინაარსზე დაყრდნობით:


1. ინფორმაციის გაგება, ანალიზი და შეფასება

ძირითადი თემატიკა:

ლექსიკოლოგიური ასპექტი: აქტიური ლექსიკური ფონდი; სიტყვათა დაჯგუფება-განსხვავება შინაარსობრივი და ექსპრესიული თვალსაზრისით; ხატოვანი გამონათქვამები და მარტივი ფრაზეოლოგიზმები.

გრამატიკული ასპექტი: წინადადების ძირითადი წევრები: ზმნა-შემასმენელი და მასთან დაკავშირებული მოქმედი პირი (სუბიექტი); ზმნა და საგარემოებო სიტყვები; კავშირები წინადადებაში. სახელის სხვადასხვა ბრუნვის ფორმებს შორის ფუნქციური სხვაობა; ზმნური და სახელური ფორმაცვალება; ტიპობრივი ორთოგრაფიული შეცდომების გასწორების წესები; ძირითადი სასვენი ნიშნები (წერტილი, მძიმე, კითხვის, ძახილის ნიშნები, ბრჭყალები, ორწერტილი, მრავალწერტილი).


2. ენის კომუნიკაციური ასპექტები

ძირითადი თემატიკა:

საკომუნიკაციო ამოცანა და მიზანი; მიზნობრივი ტექსტის დანიშნულება და ადრესატი. საუბრისა და კამათის თემა; ჯგუფური აქტივობა, სიტუაციური თამაში და კონკრეტული როლი; საბავშვო ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები; კითხვის სტრატეგიები (თემა, მთავარი და მეორეხარისხოვანი გმირები, სათაურისა და ტექსტის აზრობრივი მიმართება). ტექსტის ტიპები: მიზნობრივი ტექსტები (რეცეპტი, სამახსოვრო წესები, აბრა, რეკლამა, განცხადება), დარგობრივი ტექსტები (გეოგრაფიული აღწერა, კლიმატური პირობების აღწერა, მათემატიკური ამოცანა); ტექსტის ჩასწორების მარტივი ხერხები.


3. მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა

თემატიკა: ლექსები, მოთხრობები და ზღაპრები თანატოლებზე, მეგობრობაზე, სათავგადასავლო, იუმორისტული ნაწარმოებები, დიდაქტიკური ხასიათის თხზულებები.


საკითხავი მასალა:

ქართული და მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები, თქმულებები, ლეგენდები, მითები; ადაპტირებული ლიტერატურული ტექსტები, ლირიკული და სიუჟეტიანი ლექსები, პროზაული თხზულებები (მცირე მოცულობის) დასრულებული ამბით, საინტერესო სიუჟეტით, მკაფიოდ და ნათლად გამოხატული სათქმელით.


IV კლასის სტანდარტი ქართულ ენასა და ლიტერატურაში

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით

ზეპირმეტყველება

კითხვა

წერა

ქართ.IV.1. მოსწავლე ადეკვატურად აღიქვამს სხვადასხვა სახის ტექსტს და გადმოსცემს მათ შინაარსს.


ქართ.IV.2. მოსწავლე გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას მხატვრული ნაწარმოების მიმართ.


ქართ.IV.3. მოსწავლე უსადაგებს სამეტყველო ქცევას დასახულ საკომუნიკაციო ამოცანას.


ქართ.IV.4. მოსწავლე იყენებს შესაბამის ენობრივ-გრამატიკულ საშუალებებს კონკრეტულ სამეტყველო სიტუაციაში.


ქართ.IV.5. მოსწავლე დამოუკიდებლად კითხულობს სხვადასხვა თემაზე შექმნილ მხატვრულ / არამხატვრულ ტექსტებს.


ქართ.IV.6. მოსწავლე გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას წაკითხული ტექსტის (მხატვრული/არამხატვრული) მიმართ; ავლენს ესთეტიკური და ეთიკური შეფასების სურვილს.


ქართ.IV.7. ინფორმაციის მოსაძიებლად და კონკრეტული საკითხის დასამუშავებლად მოსწავლე იყენებს სხვადასხვა სტრატეგიას.

ქართ.IV.8. მოსწავლე თხზავს სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის ტექსტს.


ქართ.IV.9. მოსწავლე წერს შესწავლილი ტექსტის შინაარსს და ავლენს თვითგამოხატვის სურვილს.


ქართ.IV.10. მოსწავლე წინადადების აგებისას იყენებს გრამატიკული და ორთოგრაფიული თვალსაზრისით სწორ ფორმებს და იცავს პუნქტუაციის ძირითად წესებს.


ქართ.IV.11. მოსწავლე ფლობს წერის საწყის სტრატეგიებს.



სარეკომენდაციო შინაარსი

IV კლასის სტანდარტში მოცემული შედეგების მიღწევა შესაძლებელია მოცემულ შინაარსზე დაყრდნობით:


1. ინფორმაციის გაგება, ანალიზი და შეფასება

ძირითადი თემატიკა:

ლექსიკოლოგიური ასპექტი: ლექსიკური ფონდის შევსება: სპეციალური ლექსიკა და ტერმინოლოგია; სიტყვათა სემანტიკური კავშირების (სინონიმი, ანტონიმი, ლექსიკური ბუდეები...) აქტიურად, შემოქმედებითად გამოიყენება; ერთი სემანტიკური ჯგუფის სიტყვების კონტექსტურად შერჩევა; სიტყვათა ლექსიკური კავშირები (სიტყვაწარმოების საწყისი წესები, ახალ სიტყვათა წარმოქმნა), რთული შედგენილობის სიტყვები; სიტყვის მრავალმნიშვნელიანობა.

გრამატიკული ასპექტი: სახელის ბრუნვისა და ზმნის პირის ნიშნებთან დაკავშირებულ ორთოგრაფიის წესები; სივრცული, დროითი და მიზეზ-შედეგობრივი მიმართებების გამომხატველი ენობრივ-გრამატიკული საშუალებების ურთიერთმიმართება; ძირითადი სიტყვათა კლასები (მეტყველების ნაწილები) და მნიშვნელოვანი სინტაქსური მიმართებები სიტყვათა შორის; სიტყვის მორფოლოგიური აგებულება საწყის დონეზე; სასვენი ნიშნები.


2. ენის კომუნიკაციური ასპექტები

ძირითადი თემატიკა: საკომუნიკაციო ამოცანა და მისი გადაჭრის ხერხები; ჯგუფური აქტივობა (როლის შესრულება/მოკლე ზეპირი გამოსვლა); ენის სხვადასხვა ფუნქციური სტილი (სასაუბრო, სალიტერატურო) და მათი გამოყენების სფეროები; მიზნობრივი ტექსტები (აბრა, რეკლამა, პლაკატი, რეცეპტი, სამახსოვრო წესები, ინსტრუქცია, სხვადასხვა ხასიათის წერილები), მათი ჩაწერისა და გაფორმების წესები.


3. მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა

ძირითადი თემატიკა:

თემატიკა ფართოვდება: სხვადასხვა ქვეყნის ხალხთა ცხოვრება, სათავგადასავლო ნაწარმოებები, დიდაქტიკური თხზულებები, ფანტასტიკა, იუმორისტული და სატირული ნაწარმოებები, საყოფაცხოვრებო, პატრიოტული და ჰეროიკული თემები.

საკითხავი მასალა:

ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერება; ნიმუშები მსოფლიო ხალხთა ფოლკლორიდან: ზღაპრები, თქმულებები, ლეგენდები, მითები (ქართული, ბერძნული, რომაული და სხვ.); თანამედროვე ქართულით გამართული სხვადასხვა პერიოდის ნაწარმოებები, ლიტერატურული ზღაპრები (ქართველი და უცხოელი მწერლების), ლექსები და პროზაული თხზულებები. მარტივი საინფორმაციო/შემეცნებითი ტექსტები; სხვადასხვა სახის არამხატვრული ტექსტები.


V კლასის სტანდარტი ქართულ ენასა და ლიტერატურაში


წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით

ზეპირმეტყველება

კითხვა

წერა



ქართ.V.1. მოსწავლე ავლენს ასაკის შესაფერისი სირთულის ტექსტების მოსმენისა და ინტერპრეტაციის საწყის უნარს.


ქართ.V.2. მოსწავლე ახორციელებს ჯგუფურ და ინდივიდუალურ საკომუნიკაციო ამოცანებს.

ქართ.V.3. მოსწავლე აღიქვამს და მართებულად იყენებს ენობრივ-გრამატიკულ ფორმებს შესაბამის სამეტყველო სიტუაციებში.

ქართ.V.4. მოსწავლე ავლენს ლიტერატურული ნაწარმოების ესთეტიკური შეფასების საწყის უნარს.

ქართ.V.5. მოსწავლე იცნობს და იყენებს სადისკუსიო სტრატეგიებს.



ქართ.V.6. მოსწავლე გააზრებულად კითხულობს და ადეკვატურად იგებს სხვადასხვა ტიპის ტექსტებს.


ქართ.V.7. მოსწავლე ავლენს წაკითხული მხატვრული ტექსტის ინტერპრეტაციის საწყის უნარს.


ქართ.V.8. მოსწავლე ამოიცნობს სხვადასხვა ხასიათის ტექსტის ენობრივ თავისებურებებს.


ქართ.V.9. მოსწავლე იყენებს კითხვის სხვადასხვა სტრატეგიას.



ქართ.V.10. მოსწავლე დამოუკიდებლად ქმნის სხვადასხვა ტიპის ტექსტს.


ქართ.V.11. განსაზღვრავს წერითი დავალების ამოცანას და ირჩევს ფუნქციურ სტილს.


ქართ.V.12. მოსწავლე მართებულად იყენებს გრამატიკულ წესებს და იცავს მართლწერის ნორმებს.
Реклама:




1   2   3   4   5   6   7   8   9   ...   64

Скачать 9.94 Mb.
Поиск по сайту:
Разместите кнопку на своём сайте:
Генерация документов


База данных защищена авторским правом ©GenDocs 2000-2011
При копировании материала укажите ссылку
обратиться к администрации
Уроки, справочники, рефераты
Учебный материал

Рейтинг@Mail.ru