Категории:

თავი III. საგნობრივი პროგრამები

Поиск по сайту:


страница21/64
Дата08.03.2012
Размер9.94 Mb.
ТипДокументы
Подобный материал:
1   ...   17   18   19   20   21   22   23   24   ...   64

სარეკომენდაციო შინაარსი

III კლასის სტანდარტში მოცემული შედეგების მიღწევა შესაძლებელია მოცემულ შინაარსზე დაყრდნობით:


სიცოცხლის ძირითადი გამოვლინებები.

სასიცოცხლო პროცესები: კვება, სუნთქვა, ზრდა, გამრავლება, მოძრაობა.


ორგანიზმების დამოკიდებულება გარემოზე

საარსებო გარემო: ხმელეთი, წყალი, ჰაერი.

საბინადროები: სორო, ბუდე, სახლი და სხვა.


სხეულების მასა და ზომა

სასწორი, მასის ერთეულები;

სახაზავი, სიგრძის ერთეულები.


სხეულთა მოძრაობა

მოქაჩვა, ბიძგი;

ტრანსპორტის და ორგანიზმების მოძრაობა.


მაგნიტი

მაგნიტის თვისებები;

მაგნიტის გამოყენება ყოფა-ცხოვრებაში;

ბგერა

ბგერათა მრავალფეროვნება.

ბგერის წარმოქმნა და გავრცელება;

ბგერის წყაროები (მაგ. მუსიკალური ინსტრუმენტი).


ლოკალურ გარემოში ორიენტაცია

გეოგრაფიული ობიექტების ურთიერთგანლაგება.

პირობითი ნიშნები, სქემატური ჩანახატი.


მზის სისტემა

პლანეტები და მათი ურთიერთგანლაგება;

კოსმოსში სამოგზაურო ტრანსპორტი და აღჭურვილობა.


ხმელეთზე არსებული ზოგიერთი გეოგრაფიული ობიექტი

გეოგრაფიული ობიექტები და მათი ნაწილები: სათავე, შესართავი, კალაპოტი, მთის ძირი, მწვერვალი, კალთა და სხვ.

გეოგრაფიული ობიექტების მახასიათებლები: ჩქარი, მდორე, ციცაბო, დამრეცი და სხვ.

გეოგრაფიული ობიექტების მახასიათებლების სეზონური ცვლილება

ნიადაგის თვისებები: ტექსტურა, ფერი, გამტარიანობა.


ბუნებრივი მოვლენების მრავალფეროვნება

ბუნებრივი მოვლენები: წვიმა, თოვლი, ქარი, ჭექა-ქუხილი და სხვ.

ჰაერის ტემპერატურა;

ცოცხალი ბარომეტრები;


პირადი ჰიგიენა და ჯგუფური უსაფრთხოება

უსაფრთხოება სპორტულ ღონისძიებებში და თამაშებში მონაწილეობის დროს;

გადაუდებელი დახმარების ორგანიზაციები (პატრული, პოლიცია, სახანძრო, სასწრაფო) და მათთან დაკავშირების წესები;

გადამდები დაავადებისგან თავის დაცვის ელემენტარული წესები (პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის წესები);

კვირის რეჟიმი;

დასვენება - ჯანმრთელობაზე ზრუნვის ერთ-ერთი ფორმა;

აუცილებელი საკვები პროდუქტები, პირადი კვების რაციონი. პროდუქტის ვარგისიანობა.


გარემოზე ზრუნვა

ბუნებრივი და ხელოვნური გარემო (მაგ., ტყე, ველი, პარკი, ზოოპარკი);

გარემოსათვის ადამიანის საზიანო და სასარგებლო ქმედებები (ტყის ჭრა - ხეების დარგვა, საყოფაცხოვრებო ნაგვით დაბინძურება - დასუფთავება)

გარემოში ქცევის წესები.


IV კლასის სტანდარტი ბუნებისმეტყველებაში

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით



ცოცხალი სამყარო

სხეულები და მოვლენები

დედამიწა და გარესამყარო

ადამიანი და გარემო



ბუნ. IV. 1. მოსწავლე აღწერს ორგანიზმების სასიცოცხლო ციკლს


ბუნ. IV. 2. მოსწავლე მსჯელობს გადაშენებული ორგანიზმების შესახებ


ბუნ. IV. 3. მოსწავლე ორგანიზმების შეგუებით ნიშან-თვისებებს უკავშირებს საარსებო გარემოს



ბუნ. IV. 4. მოსწავლე სხეულთა წონასწორობას უკავშირებს ბერკეტის მუშაობის პრინციპს


ბუნ. IV. 5. მოსწავლე განასხვავებს სითბოს გამტარებსა და არაგამტარებს


ბუნ. IV. 6. მოსწავლე განასხვავებს მასალებს, მსჯელობს მათი თვისებების შესახებ



ბუნ. IV. 7. მოსწავლე რუკაზე განსაზღვრავს ობიექტების მდებარეობას და ურთიერთმიმართებას


ბუნ. IV. 8. მოსწავლე მსჯელობს დედამიწის ფორმაზე

ბუნ. IV. 9. მოსწავლე იკვლევს მნიშვნელოვან გეოგრაფიულ ობიექტებს


ბუნ. IV. 10. მოსწავლე აღწერს გარემოში ბუნებრივი მოვლენებით გამოწვეულ ცვლილებებს




ბუნ. IV. 11. მოსწავლე იცავს საზოგადოებრივი ჰიგიენის და უსაფრთხო ქცევის წესებს


ბუნ. IV. 12. მოსწავლე იკვლევს ადამიანის ცხოვრების ნირს სხვადასხვა საარსებო გარემოში





სარეკომენდაციო შინაარსი

IV კლასის სტანდარტში მოცემული შედეგების მიღწევა შესაძლებელია მოცემულ შინაარსზე დაყრდნობით:


სასიცოცხლო ციკლი

სასიცოცხლო ციკლის სტადიები, თესლი/აღმონაცენი/ზრდასრული მცენარე, კვერცხი/მატლი/ჭუპრი/პეპელა, ქვირითი/თავკომბალა/ბაყაყი.


გადაშენებული ორგანიზმები

გადაშენებული ორგანიზმები და მათი მონათესავე თანამედროვე ორგანიზმები, ორგანიზმთა გადაშენების მიზეზები.


ცოცხალ ორგანიზმთა შეგუება გარემოსთან

სხვადასხვა საარსებო გარემოსთან ორგანიზმების შეგუების თავისებურებები, სტრუქტურული და ქცევითი შეგუების სახეები.


წონასწორობა

სხეულთა წონასწორობა, ბერკეტი.


მასალები და მათი თვისებები

ბუნებრივი და ხელოვნური მასალები: ბამბა, მინა, ცემენტი, პოლიეთილენი და სხვა

მასალათა თვისებები (ფერი, თბოგამტარობა, დრეკადობა, გამჭვირვალობა და სხვა) და მათი შესაბამისი გამოყენება საგნების დასამზადებლად.


სითბოს გადაცემა

სითბოს გამტარი და არაგამტარი მასალები, ბუნებრივი და ხელოვნური თბოიზოლატორები.


დედამიწის ფორმა

ძველ ხალხთა წარმოდგენა, მოგზაურები - აღმოჩენები.


სასწავლო რუკა

საქართველოს სასწავლო რუკები: ფიზიკურ-გეოგრაფიული, სამხარეო, კონტურული ჰორიზონტის მხარეები, ექსკურსიის მარშრუტი.


საქართველოს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ობიექტები

რელიეფის ძირითადი ფორმები: კავკასიონი, კოლხეთის დაბლობი და სხვ. ჰიდროგრაფიული ქსელი: ფარავანი, პალიასტომი, მტკვარი, რიონი და სხვ. დედაქალაქი, სამხარეო ცენტრები, ქალაქები.


ბუნებრივი მოვლენები და გარემოს ცვლილება

სტიქიური მოვლენები, ბუნებრივი ბარიერები, ეროზია და გამოფიტვა.


საზოგადოებრივი ჰიგიენა და უსაფრთხოება

ჯანმრთელობა და დასასვენებელი ადგილები, საზოგადოებრივ ადგილებში უსაფრთხო ქცევის წესები, საზოგადოებრივ ადგილებში ორიენტირების მარეგულირებელი ნიშნები, ჯანსაღი კვება, საკვების გზა ნედლეულიდან მზა პროდუქტამდე.


ადამიანის ცხოვრების ნირი სხვადასხვა საარსებო გარემოში

სხვადასხვა გარემოში მცხოვრებ ადამიანთა ჩაცმულობა, საცხოვრებელი, საკვები, გარემოს ზემოქმედება ადამიანთა საქმიანობაზე, სხვადასხვა საარსებო გარემოსთან ადამიანებისა შეგუების თავისებურებები.


V კლასის სტანდარტი ბუნებისმეტყველებაში

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით



ცოცხალი სამყარო

სხეულები და მოვლენები

დედამიწა და გარესამყარო

ადამიანი და გარემო



ბუნ. V. 1. მოსწავლე აკავშირებს ყვავილოვანი მცენარის ძირითად ორგანოებს მათ ფუნქციასთან.


ბუნ. V.2. მოსწავლე აკავშირებს ხერხემლიანი ცხოველების ძირითად ორგანოებს მათ ფუნქციასთან.


ბუნ. V. 3. მოსწავლე ნაცნობი ბუნებრივი გარემოს მაგალითზე ადგენს ერთმიმართებიან კვებით კავშირებს.


ბუნ. V. 4. მოსწავლე

ახასიათებს მოძრაობის ტრაექტორიას. მსჯელობს სიჩქარეზე.


ბუნ. V. 5. მოსწავლე აღწერს ბუნებაში არსებულ ადვილად დაკვირვებად ძალებს და მათი მოქმედების შედეგებს.


ბუნ. V.6. მოსწავლე ადარებს სინათლისა და ბგერის გავრცელებას.


ბუნ. V. 7. მოსწავლე ახასიათებს ნივთიერებათა აგრეგატულ მდგომარეობებს.


ბუნ. V. 8. მოსწავლე იყენებს გეოგრაფიულ ინსტრუმენტებს/ხელსაწყოებს გარემოში ორიენტირებისათვი.


ბუნ. V. 9. მოსწავლე აღწერს კოსმოსურ სხეულებს და ზოგიერთ ასტრონომიულ მოვლენას მზის სისტემაში.


ბუნ. V.10. მოსწავლე აღწერს მნიშვნელოვან გეოგრაფიულ ობიექტებს და მის ნაწილებს.


ბუნ. V. 11. მოსწავლე აღწერს ბუნებაში მიმდინარე ციკლურ (რითმულ) პროცესებს.


ბუნ. V. 12. მოსწავლე იცავს ბუნებრივ გარემოში უსაფრთხო ქცევის წესებს.


ბუნ. V. 13. მოსწავლე აღწერს ბუნებრივი რესურსების მნიშვნელობას ადამიანისთვის.


სარეკომენდაციო შინაარსი

V კლასის სტანდარტში მოცემული შედეგების მიღწევა შესაძლებელია მოცემულ შინაარსზე დაყრდნობით:

ყვავილოვანი მცენარეები

მრავალფეროვნება, ძირითადი ჯგუფები

ყვავილოვანი მცენარეების ძირითადი ორგანოები და მათი დანიშნულება: ფესვი _ შეწოვა; ღერო _ გატარება; ფოთოლი _ სუნთქვა, ფოტოსინთეზი; ყვავილი _ გამრავლება; ნაყოფი, თესლი;


ხერხემლიანი ცხოველები

მრავალფეროვნება, ძირითადი ჯგუფები

ხერხემლიან ცხოველთა ორგანოები და მათი დანიშნულება: ჩონჩხი _ საყრდენი, ფილტვები _ სუნთქვა, გული _ სისხლის მოძრაობა, კუჭი _ საჭმლის მონელება;

ხერხემლიანთა განმასხვავებელი ძირითადი ნიშან-თვისება.


კვებითი კავშირები

კვებითი ჯაჭვები;

ბალახისმჭამელი, ხორცისმჭამელი, ნაირმჭამელი ცხოველები.

მოძრაობის ტრაექტორია და სიჩქარე

ტრაექტორიის სახეები;

მოძრაობის სიჩქარე, სიჩქარის ერთეულები.


ბუნებაში არსებული ადვილად დაკვირვებადი ძალები

სიმძიმის, ხახუნის, დრეკადობის ძალები;

მათი გამოვლინებები ყოველდღიურობაში (სხეულთა ვარდნა, სრიალი, ზამბარის გაჭიმვა და სხვა).


ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობები

სხეული, ნივთიერება, მისი მაგალითები;

წყლის აგრეგატული მდგომარეობები;

აორთქლება-კონდენსაცია, გაყინვა-გალღობა.


სინათლე და ბგერა

სინათლის გავრცელება ერთგვაროვან და არაერთგვაროვან გარემოში (ჩრდილის წარმოქმნა, არეკვლა, გარდატეხა);

ბგერის არეკვლა _ ექო.


ადგილზე ორიენტირება

ადგილის გეგმა, რუკა, კომპასი;

ტერმინები და ცნებები (პოლუსი, პოლარული წრეები, ტროპიკები, ეკვატორი);

ბუნებრივი ორიენტირები.


კოსმოსური სხეულები და ასტრონომიული მოვლენები

პლანეტები, ვარსკვლავები, კომეტები, ასტეროიდები, მეტეორები, მეტეორიტები;

დედამიწის, მთვარის და პლანეტების მოძრაობა;

მზის და მთვარის დაბნელება;

ძველი ხალხის წარმოდგენები კოსმოსზე;

კოსმოსის შესწავლის ტექნოლოგიები.


მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ობიექტები და მისი ნაწილები

რელიეფის მნიშვნელოვანი ფორმები (ქედები, ზეგნები, ქვაბულები...)

ჰიდროსფეროს შემადგენელი ნაწილები (ოკეანეები, ზღვები, ყურეები...)

გეოგრაფიული ობიექტების მახასიათებლები (ფორმა, სიმაღლე, სიღრმე)

კონტინენტების და ოკეანეების მდებარეობა


ციკლური (რითმული) პროცესები

წყლის დიდი და მცირე წრებრუნვა;

ჟანგბადის წრებრუნვა;

ციკლურობა (მიქცევა-მოქცევა, მუსონები, ბრიზები, წყალდიდობა; სასიცოცხლო ციკლი);

სეზონური რითმიკა.


ბუნებაში ქცევის წესები

საველე სამუშაოზე ან ექსკურსიაზე უსაფრთხო გადაადგილების და ქცევის წესები. ბუნებაში გასასვლელად მომზადება;

ბუნებრივი გარემოს დაცვა დაბინძურებისაგან;

პირველადი სამედიცინო დახმარების ელემენტალური წესები;


ბუნებრივი რესურსები

ბუნებრივი რესურსები: აღდგენადი და არააღდგენადი.

ბუნებრივი რესურსების ეკონომიური ხარჯვისა და მათი მარაგის აღდგენის მნიშვნელობა;

სასმელი წყლის რესურსები (ჭა, წყარო, მტკნარი წყალსაცავი, მიწისქვეშა წყლები) ;

ბუნებრივი რესურსების გამოყენება.


VII კლასის სტანდარტი ბიოლოგიაში

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით



ცოცხალი სამყარო



ბიოლ. VII. 1. მოსწავლე განარჩევს სიცოცხლის ძირითად ფორმებს და გამოვლინებებს

ბიოლ. VII. 2. მოსწავლე ახასიათებს ორგანიზმების მრავალფეროვნებას

ბიოლ. VII. 3. მოსწავლე ახასიათებს ეკოსისტემის კომპონენტებს და მათ შორის არსებულ კავშირებს

ბიოლ. VII. 4. მოსწავლე მსჯელობს დედამიწაზე სიცოცხლის განვითარების თავისებურებათა

შესახებ



სარეკომენდაციო შინაარსი

VII კლასის სტანდარტში მოცემული შედეგების მიღწევა შესაძლებელია მოცემულ შინაარსზე დაყრდნობით:

უჯრედი (ზოგადი მონაცემები აგებულების შესახებ - გარსი, ცოტოპლაზმა, ბირთვი)

ორგანიზმი;

ერთუჯრედიანი და მრავალუჯრედიანი ორგანიზმები


სიცოცხლის თვისებების გამოვლინება (მოძრაობა, კვება, სუნთქვა, გამოყოფა, ზრდა, გამრავლება, გაღიზიანებადობა).


ორგანიზმთა მრავალფეროვნება;

სამეფოების ზოგადი დახასიათება;

საქართველოს ბიომრავალფეროვნების ზოგიერთი ტიპობრივი წარმომადგენელი;

სახეობა.


ეკოსისტემა, თანასაზოგადოება, პოპულაცია, ინდივიდი;

ეკოსისტემის კომპონენტები - ბიოტური და აბიოტური;

კვებითი ჯაჭვი;

პროდუცენტი, კონსუმენტი (ბალახისმჭამელი, ხორცისმჭამელი, ნაირმჭამელი), რედუცენტი;

ორგანიზმების გარემოსთან შეგუება;

ბუნებრივი და ხელოვნური ეკოსისტემები;

ადამიანის ზემოქმედება ბუნებრივ ეკოსისტემებზე.

პრეისტორიული სამყარო;

ნამარხი ორგანიზმები.


VIII კლასის სტანდარტი ბიოლოგიაში

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით



ცოცხალი სამყარო



ბიოლ.VIII.1. მოსწავლე აკავშირებს უჯრედის სტრუქტურას ფუნქციასთან


ბიოლ.VIII.2. მოსწავლე იკვლევს ორგანიზმების განვითარების თავისებურებებს


ბიოლ. VIII. 3. მოსწავლე აღწერს ეკოსისტემებში ენერგიის გადაცემასა და ნივთიერებათა

მიმოქცევას

ბიოლ. VIII. 4. ორგანიზმების მრავალფეროვნებას უკავშირებს ევოლუციის პროცესს




სარეკომენდაციო შინაარსი

VIII კლასის სტანდარტში მოცემული შედეგების მიღწევა შესაძლებელია მოცემულ შინაარსზე დაყრდნობით:


სიცოცხლის ორგანიზაციის დონეები.

უჯრედი - ორგანიზმის სტრუქტურული და ფუნქციური ერთეული.

უჯრედის ძირითადი სტრუქტურული კომპონენტები. ვირუსის, პროკარიოტული და ეუკარიოტული უჯრედების სტრუქტურული ერთეულები.

უჯრედის შემადგენელი ორგანული და არაორგანული ნივთიერებები. დიფუზია, ოსმოსი.

მიტოზი. მეიოზი. სქესობრივი და უსქესო გამრავლება. სასიცოცხლო ციკლი.

კვებითი კავშირები. ფოტოსინთეზი. ავტოტროფული და ჰეტეროტროფული ორგანიზმები;

წყლისა და ელემენტების მიმოქცევა ეკოსისტემაში;

ბუნებრივი გადარჩევა. ადაპტაცია. ხელოვნური გადარჩევა. კულტურული მცენარეები და შინაური ცხოველები.


VIII კლასის სტანდარტი ფიზიკაში

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით

ფიზიკური მოვლენები



ფიზ. VIII.1. მოსწავლე ახასიათებს სხეულთა მოძრაობას


ფიზ.VIII.2. მოსწავლე აღწერს ნივთიერების სამ აგრეგატულ მდგომარეობას


ფიზ.VIII. 3. მოსწავლე მსჯელობს ადვილად დაკვირვებადი ძალების და მათი მოქმედების

შედეგების შესახებ

ფიზ.VIII.4. მოსწავლე ახასიათებს წნევას




სარეკომენდაციო შინაარსი

VIII კლასის სტანდარტში მოცემული შედეგების მიღწევა შესაძლებელია მოცემულ შინაარსზე დაყრდნობით:


მოძრაობის სახეები (წრფივი, მრუდწირული, რხევითი, ბრუნვითი). ტრაექტორია, გადაადგილება, წრფივი თანაბარი მოძრაობის სიჩქარე, საშუალო და მყისი სიჩქარე, სიჩქარის ერთეულები.


ნივთიერების სამი აგრეგატული მდგომარეობა. ერთი აგრეგატული მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა. ფიზიკური მახასიათებლების ცვლილება ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობების ცვლილების დროს.


მასა, მასის ერთეულები


ნივთიერების სიმკვრივე, სიმკვრივის ერთეული.


სხეულთა ურთიერთქმედება. სიმძიმის, ხახუნის, დრეკადობის ძალები, ჰუკის კანონი

სხეულთა ტივტივი, ცურვა, ჩაძირვა. ამომგდები ძალა, არქიმედეს კანონი


წნევა. აირის წნევა. წნევა სითხეებში, მისი დამოკიდებულება სითხის გვარობასა და სვეტის სიმაღლეზე. ზიარჭურჭელი. პასკალის კანონი. ჰიდრავლიკური მანქანა. ატმოსფერული წნევა.


IX კლასის სტანდარტი ბიოლოგიაში

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით



ცოცხალი სამყარო




ბიოლ.IX.1. მოსწავლე აკავშირებს ადამიანის ორგანიზმის ზოგიერთ ანატომიურ და

ფიზიოლოგიურ თავისებურებას ერთმანეთთან


ბიოლ.IX.2. მოსწავლე განმარტავს მემკვიდრეობითობის და ცვალებადობის

თავისებურებებს


ბიოლ.IX.3. მოსწავლე იკვლევს გარემო ფაქტორების ზეგავლენას ორგანიზმის

ჯანმრთელობაზე და მსჯელობს მდგრადი განვითარების მნიშვნელობის

შესახებ.


ბიოლ.IX.4. მოსწავლე მსჯელობს ანთროპოგენეზის შესახებ




სარეკომენდაციო შინაარსი

IX კლასის სტანდარტში მოცემული შედეგების მიღწევა შესაძლებელია მოცემულ შინაარსზე დაყრდნობით:


ორგანოთა სისტემები, მათი ზოგადი აგებულება და ფუნქციები;

ასაკობრივი ცვლილებები;


გენები - მემკვიდრეობითი ნიშნის მატარებლები, მათი გადაცემა თაობებში;

გენური, ქრომოსომული დაავადებები;

ფენოტიპი;

მემკვიდრული ცვალებადობა;

მოდიფიკაციური ცვალებადობა;

სქესის განსაზღვრის ქრომოსომული მექანიზმი.


მდგრადი განვითარების პრინციპები;

გარემო და ადამიანის ჯანმრთელობა.


ორგანოთა სისტემების ევოლუციური განვითარება;

ანთროპოგენეზი.


IX კლასის სტანდარტი ფიზიკაში

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით



ფიზიკური მოვლენები



ფიზ.IX.1. მოსწავლე მსჯელობს ენერგიის ფორმებისა და ენერგიის წყაროების შესახებ


ფიზ.IX.2. მოსწავლე ახასიათებს ენერგიის გადაცემასა და გარდაქმნას


ფიზ.IX.3. მოსწავლე ახასიათებს სითბოცვლის პროცესებს


ფიზ.IX.4. მოსწავლე აღწერს მექანიკურ რხევებსა და ტალღებს


ფიზ. IX.5. მოსწავლე იკვლევს სინათლის გავცელებას




სარეკომენდაციო შინაარსი

IX კლასის სტანდარტში მოცემული შედეგების მიღწევა შესაძლებელია მოცემულ შინაარსზე დაყრდნობით:


მექანიკური მუშაობა, მექანიკური ენერგია, ერთეულები. პოტენციური და კინეტიკური ენერგია. ერთი სახის ენერგიის გადასვლა მეორეში, ენერგიის გარდაქმნა. შინაგანი ენერგია. ენერგიის მუდმივობის კანონი.

სიმძლავრე, სიმძლავრის ერთეული. მ.ქ.კ.


მექანიკური, სინათლის, სითბური, ელექტრული ენერგიები.

სინათლისა და სითბოს ბუნებრივი და ხელოვნური წყაროები.


მექანიკური რხევა, რხევის პერიოდი და სიხშირე, ამპლიტუდა, რეზონანსი.

განივი და გრძივი ტალღა, არეკვლა, დიფრაქცია, ინტერფერენცია, პოლარიზაცია

ბგერა, ბგერის წყაროები. ბგერის წარმოქმნა, გავრცელება და აღქმა, ექო

დოპლერის ეფექტი.


სითბოცვლის პროცესები. თბოგამტარები და თბოიზოლატორები.

ნივთიერებათა სითბური გაფართოება, წყლის ანომალია.

სითბოს რაოდენობა, კუთრი სითბოტევადობა. გამყარება-დნობა.

აორთქლება-კონდენსაცია, დუღილი, დუღილის ტემპერატურა. ნაჯერი ორთქლი. დნობის და ორთქლადქცევის კუთრი სითბო. დნობისა და ორთქლადქცევისათვის საჭირო სითბოს რაოდენობა. წვის სითბო, სითბური ძრავები (შიგაწვის ძრავა, ტურბინა)


სინათლის სხივის გავრცელება, გარდატეხა, არეკვლა, შთანთქმა, დისპერსია.

ჩაზნექილი და ამოზნექილი ლინზები. ბრტყელი, ჩაზნექილი და ამოზნექილი სარკეები. სხვადასხვა ოპტიკური სისტემა.


IX კლასის სტანდარტი ქიმიაში

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით

ქიმიური მოვლენები



ქიმ.IX.1. მოსწავლე აღწერს კავშირს მარტივ და რთულ ნივთიერებებს შორის.


ქიმ.IX.2. მოსწავლე იყენებს პერიოდულ სისტემას ელემენტთა დასახასიათებლად.


ქიმ.IX.3. მოსწავლე ნივთიერებათა თვისებებს უკავშირებს ატომის ელექტრონულ

აღნაგობას და ქიმიური ბმის ხასიათს.


ქიმ.IX.4. მოსწავლე აწარმოებს რაოდენობრივ გამოთვლებს ქიმიური ამოცანების

ამოსახსნელად.


1   ...   17   18   19   20   21   22   23   24   ...   64

Скачать, 155.34kb.
Поиск по сайту:



База данных защищена авторским правом ©ДуГендокс 2000-2014
При копировании материала укажите ссылку
наши контакты
DoGendocs.ru
Рейтинг@Mail.ru