თავი III. საგნობრივი პროგრამები

Поиск по сайту:


Названиеთავი III. საგნობრივი პროგრამები
страница4/64
Дата08.03.2012
Размер9.94 Mb.
ТипДокументы
Смотрите также:
1   2   3   4   5   6   7   8   9   ...   64

2. ენის კომუნიკაციური ასპექტები

ძირითადი ცნებები: ჯგუფური დისკუსია და მისი სტრატეგიები, განსხვავებული თვალსაზრისების ჩამოყალიბება დისკუსიაზე გასატანად, დრამატული მონოლოგი, როლური ტექსტები, რადიო და სატელევიზიო ინტერვიუ, ტექსტი და კონტექსტი, ტექსტი და ფონური ინფორმაცია; დისკუსიების, დებატების, პოლიტიკური / რიტორიკული გამოსვლების, დრამატული მონოლოგის, აუდიტორია და მისი სოციალურ-კულტურული ინტერესები, და ა.შ. მსჯელობა და მსჯელობის სახეები, მიზეზ-შედეგობრივი, ანალოგიაზე დამყარებული, ინდუქციური), ზეპირი მოხსენების მომზადება და წარმოდგენა კონკრეტული აუდიტორიის მიზნის, სოციალურ-კულტურული დონის, თავისებურებების, ინტერესების გათვალისწინებით.


3. მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა

სწავლების ამ ეტაპზე მოზარდთა ასაკობრივი ფსიქოლოგიისა და ინტელექტუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით უნდა მოხდეს შედარებით რთული და მრავალფეროვანი ლიტერატურული მასალის შერჩევა.

შერჩეულმა მხატვრულმა ტექსტებმა ხელი უნდა შეუწყოს მოზარდთა დამოუკიდებელი, შემეცნებითი, შემოქმედებითი და მხატვრულ-ესთეტიკური გემოვნების განვითარებას.

ლიტერატურული ტექსტები უნდა გამოირჩეოდეს აქტუალური (როგორც მხატვრული, ისე ყოფითი თვალსაზრისით) პრობლემატიკით, რათა მოზარდს მიეცეს მისთვის მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხებზე მსჯელობის, აგრეთვე განსხვავებული და სხვადასხვაგვარი თვალსაზრისის გამოთქმის საშუალება.


სასურველია, სახელმძღვანელოში შევიდეს სხვადასხვა ეპოქის ლიტერატურული ტექსტები, რომლებიც მოზარდთათვის თვალსაჩინოს გახდის ლიტერატურაში ასახული კონკრეტული პრობლემის სხვადასხვა კულტურულ კონტექსტში, სხვადასხვაგვარად გააზრების აუცილებლობას.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოზარდს შეექმნას გარკვეული თეორიული წარმოდგენა ლიტერატურის, როგორც სოციოკულტურული ფენომენის შესახებ, შეძლოს ყოფითი რეალობისა და მხატვრული გამონაგონის ურთიერთმიმართების თავისებურებების გაცნობიერება.

თანამედროვე ქართულ ლიტერატურულ ნაწარმოებებთან ერთად სასურველია უცხოური ლიტერატურის (როგორც პოეტური, ისე პროზაული ტექსტები) იმ ნიმუშების წარმოდგენაც, რომლებიც ტიპოლოგიისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით მსგავსებას ამჟღავნებენ სწავლების ამ ეტაპისათვის შერჩეულ მხატვრულ ნაწარმოებებთან.


X კლასის სტანდარტი ქართულ ენასა და ლიტერატურაში


წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით


ზეპირმეტყველება

კითხვა

წერა

ქართ.X.1. მოსწავლე მონაწილეობს საკლასო და სასკოლო დისკუსიებში.

ქართ.X.2. კამათის დროს მოსწავლე მიმართავს შესაბამის ტაქტიკას და იცავს სამეტყველო ქცევის ეთიკურ ნორმებს.

ქართ.X.3. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამოსვლისას მოსწავლე იყენებს ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერებელ ხერხებს.

ქართ.X.4. მოსწავლე აანალიზებს და აფასებს თანაკლასელების ზეპირ მოხსენებებს.

ქართ.X.5. მოსწავლე ამოიცნობს და შესაბამისად იყენებს ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიებს.

ქართ.X.6. მოსწავლე კითხულობს და აანალიზებს სხვადასხვა ტიპის ტექსტებს ფუნქციონირებისა და ორგანიზების თვალსაზრისით.

ქართ.X.7. მოსწავლე

ქართ.X.11. მოსწავლე წერს თხზულებას სხვადასხვა მიზნით და სხვადასხვა აუდიტორიისათვის.

ქართ.X.12. მოსწავლე ქმნის მხატვრულ ტექსტს მოცემული პირობის ან მოდელის მიხედვით.

ქართ.X.13. მოსწავლე წერს სასწავლო რეფერატს ერთი ან რამდენიმე წყაროს მიხედვით.

ქართ.X.14. მოსწავლე ადგენს ტექსტის კონსპექტს შესაბამისი წესების დაცვით.

ქართ.X.15. მოსწავლე წერს გამოხმაურებას წაკითხულ წიგნზე ან მხატვრულ ნაწარმოებზე.

ქართ.X.16. მოსწავლე მიმართავს წერის სტრატეგიებს ნაწერის ეფექტური ორგანიზებისათვის.

განასხვავებს ტექსტში ფაქტობრივ, კონცეპტუალურ და ქვეტექსტურ ინფორმაციას.

ქართ.X.8. მოსწავლე კითხულობს სხვადასხვა ჟანრის მხატვრულ ნაწარმოებებს, პუბლიცისტურ თხზულებებს და გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას.

ქართ.X.9. მოსწავლე კითხულობს, აანალიზებს სხვადასხვა ჟანრის მხატვრულ ნაწარმოებს.

ქართ.X.10. მოსწავლე იყენებს კითხვის მიზნის შესაბამის სტრატეგიებს.


სარეკომენდაციო შინაარსი

X კლასის სტანდარტში მოცემული შედეგების მიღწევა შესაძლებელია მოცემულ შინაარსზე დაყრდნობით:


1. ტექსტის ფუნქციური ანალიზი; ტექსტის სტილისტიკა

ტექსტის განსაზღვრება. ენისა და ტექსტის ურთიერთმიმართება. ენა და მეტყველება. ტექსტი და მეტყველება. წინადადებათა აზრობრივი გადაბმის ტიპები: ჯაჭვური და პარალელური კავშირები. წინადადებათა შეკავშირების ხერხები მეტყველებაში: ლექსიკური განმეორება, ნაცვალსახელები, სინონიმური ლექსიკა.

ტექსტის ერთეულები: წინადადება, რთული სინტაქსური ერთეული (პროზაული სტროფი). პროზაული სტროფის კომპოზიცია (დასაწყისი, შუა ნაწილი, დასასრული). ფრაგმენტი და მისი სახეები. თავი, როგორც ტექსტის სტრუქტურული ნაწილი. აბზაცი, როგორც ტექსტის კომპოზიციური ერთეული. აბზაცის ტიპები.

მეტყველების ტიპების კლასიფიკაცია აგებულების მიხედვით: პირველი პირის მეტყველება, მისი თავისებურებანი მეტყველების ფუნქციური სტილების მიხედვით. მეორე პირის მეტყველება, მისი გამოყენების სფეროები და თავისებურება. მესამე პირის მეტყველება, მისი გამოყენება სხვადასხვა ფუნქციურ სტილში.

ტექსტების კლასიფიკაცია სხვისი ნათქვამის გადმოცემის მიხედვით: Pპირდაპირი ნათქვამი, ირიბი ნათქვამი, არასაკუთარი-პირდაპირი ნათქვამი. მათი ფუნქცია, სტილისტური თავისებურებანი და გამოყენების სფეროები.

ტექსტების კლასიფიკაცია მეტყველების მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით: მონოლოგი, მისი სტრუქტურული და სტილისტური თავისებურებანი. მონოლოგის სახეები. დიალოგი; მისი სტრუქტურული და სტილისტური თავისებურებანი, გამოყენების სფეროები. პოლილოგი.

მეტყველების ფუნქციური ტიპები. აღწერა, მისი სტრუქტურული და სტილისტური თავისებურებანი. თხრობა და მისი სტილისტური ფუნქციები. მსჯელობა, მისი სტილისტური თავისებურება, დანიშნულება. მეტყველების ფუნქციური ტიპების შერევა მხატვრულ და პუბლიცისტურ თხზულებებში.

ტექსტების კლასიფიკაცია წინადადებათა შორის კავშირების მიხედვით. ტექსტები ჯაჭვური, პარალელური და შერეული კავშირებით.

ტექსტების ფუნქციურ-სტილური ტიპოლოგია. სასაუბრო, სამეცნიერო, ოფიციალურ-საქმიანი, მხატვრული, პუბლიცისტური მეტყველება.

ინდივიდუალური სტილი. ზოგიერთი ინდივიდუალური სტილის დახასიათება (შერჩევით). აბზაცი და ინდივიდუალური სტილი.


2. მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა

მხატვრული ნაწარმოებები უნდა შეირჩეს სტანდარტში დასმული ამოცანების გათვალისწინებით. ვინაიდან აქცენტი კეთდება მხატვრული ნაწარმოების ზეპირ და წერილობით ანალიზზე, სასურველია გამოკვეთილი სტრუქტურისა და მცირე მოცულობის ტექსტების არჩევა, რათა შესაძლებელი იყოს მათი დეტალური ანალიზი. ამ თვალსაზრისით, სრულიად შესაძლებელია დავეყრდნოთ, როგორც XIX საუკუნის ქართულ ლიტერატურას, რომელიც ტრადიციულად ისწავლებოდა X კლასში; თუმცა, აუცილებელი იქნება იმის გათვალისწინება, როგორ გაგრძელდება სწავლება XI და XII კლასებში; შესაძლებელია, სტანდარტში დასმული ამოცანების გათვალისწინებით შეირჩეს სხვადასხვა პერიოდის ლიტერატურა თემატური, ჟანრობრივი ან რაიმე სხვა პრინციპის მიხედვით.


3. ტექსტის ტიპები

სასაუბრო (დისკუსია, ზეპირი მოხსენება); სამეცნიერო (სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული სტატიები, რეფერატი); პუბლიცისტური (ესე, საგაზეთო სტატიები, სხვადასხვა პერიოდის პუბლიცისტიკა; ბიოგრაფია) ტექსტები; მხატვრული ნაწარმოებები (ლექსი, მოთხრობა, ნოველა, პოემა).


XI კლასის სტანდარტი ქართულ ენასა და ლიტერატურაში

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით

ზეპირმეტყველება

კითხვა

წერა



ქართ.XI.1. მოსწავლე წარმოადგენს საჯარო მოხსენებას (ზეპირი გამოსვლა) კონკრეტული მიზნით კონკრეტული აუდიტორიის წინაშე.


ქართ.XI.2. მოსწავლე ისმენს და კრიტიკულად აფასებს საჯარო გამოსვლებს.


ქართ.XI.3. მოსწავლე ამოიცნობს და იყენებს საჯარო გამოსვლის ეფექტიანობის გასაძლიერებელ საშუალებებს.


ქართ.XI.4. მოსწავლე იყენებს ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიებს საჯარო გამოსვლის მომზადების დროს.



ქართ.XI.5. მოსწავლე კითხულობს და აანალიზებს სხვადასხვა პერიოდის ტექსტებს მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეების და პრობლემატიკის თვალსაზრისით.


ქართ.XI.6. აანალიზებს, როგორ გამოიყენება მხატვრული / არამხატვრული ტექსტი ელემენტები მისი ინტერპრეტაციის დროს.


ქართ.XI.7. აანალიზებს მხატვრული ნაწარმოების ენობრივ საშუალებებს ფუნქციონირების თვალსაზრისით.


ქართ.XI.8. მოსწავლე ირჩევს და იყენებს კითხვის ეფექტურ სტრატეგიებს.




ქართ.XI.9. მოსწავლე წერს მხატვრული ნაწარმოების ანალიზს.


ქართ.XI.10. მოსწავლე წერს სხვადასხვა სახის ესეს.


ქართ.XI.11. მოსწავლე წერს რეცენზიას წაკითხულ წიგნზე ან მხატვრულ ნაწარმოებზე.


ქართ.XI.12. მოსწავლე წერს სხვადასხვა ხასიათის არამხატვრულ ტექსტებს.


ქართ.XI.13. სხვადასხვა ტიპის ტექსტების შესაქმნელად მოსწავლე ადეკვატურად იყენებს სათანადო ენობრივ-გრამატიკულ საშუალებებს.


ქართ.XI.14. მოსწავლე იყენებს წერის სტრატეგიებს ნაწერის ეფექტური ორგანიზებისათვის.



სარეკომენდაციო შინაარსი

XI კლასის სტანდარტში მოცემული შედეგების მიღწევა შესაძლებელია მოცემულ შინაარსზე დაყრდნობით:


1. ინფორმაციის გაგება, ანალიზი და შეფასება

ლექსიკოლოგიური ასპექტები: პროფესიული და დარგობრივი ლექსიკა; დიალექტიზმების, არქაიზმების, ნეოლოგიზმების გამოყენება

გრამატიკული ასპექტები: დროში თანამიმდევრობისა (შემდეგ, მერე, მანამ...სანამ, მას შემდეგ, რაც...) და სივრცული განლაგების გამომხატველი ზმნიზედები, სიტყვათშეხამებანი და სიტყვა-კავშირები; მიზეზ-შედეგობრივი ურთიერთობის ამსახველი ენობრივ-გრამატიკული (ლექსიკური, მორფოლოგიური, სინტაქსური) საშუალებანი; მრავალმხრივი ინტერპრეტაციის შესაძლებლობის გამომხატველი მოდალური სიტყვები, კავშირები და წინადადების წყობა; ეპიკური და სცენური თხრობისთვის დამახასიათებელი სინტაქსური კონსტრუქციები; მხატვრული ნაწარმოების სტილის განმსაზღვრელი ფონოლოგიური (ალიტერაცია, ასონანსი), და სემანტიკური ფიგურები (მეტაფორა, ევფემიზმი, მეტანომია), სინტაქსური ფიგურები; თხრობითი, მსჯელობითი და აღწერითი ხასიათის ტექსტისთვის დამახასიათებელი სინტაქსური კონსტრუქციები და ამ კონსტრუქციების კავშირები, ზმნა-შემასმენლის დრო-კილოთა ფორმები, ჩართული სიტყვები და გამონათქვამები, ანაფორული ნაცვალსახელები და ზმნიზედები, სიტყვის ლექსიკური და სემანტიკური განმეორებები, სინონიმური და ანტონიმური ჩანაცვლებები, ავტორისეული პოზიციის გამომხატველ დამხმარე ზმნების სტრუქტურა და ფუნქციები;


2. ენის კომუნიკაციური ასპექტები

ზეპირი მოხსენება (საჯარო გამოსვლა). მოხსენების მიზანი, მოხსენების დაგეგმვა და მომზადება. ძირითადი თვალსაზრისები, არგუმენტები, დასკვნები. ზეპირი გამოსვლის აუდიტორია, მისი ცოდნის დონე და ინტერესები. ზეპირი გამოსვლის ეფექტის გამაძლიერებელი სტრატეგიები.

ტექსტის ტიპები. სხვადასხვა ხასიათის რეცენზია, პირადი და ოფიციალური წერილები, ოქმი, საინფორმაციო ანგარიში.


3. მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა

სწავლების ამ ეტაპზე შეირჩევა სხვადასხვა პერიოდის შედარებით რთული და მრავალფეროვანი ლიტერატურული მასალა, რათა მოსწავლემ შეძლოს სხვადასხვა პერიოდის ტექსტების ანალიზი და შედარება მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით. გააცნობიეროს, თუ რა თემები, იდეები და პრობლემებია დამახასიათებელი ამა თუ იმ ეპოქისათვის, რა გავლენას ახდენს კონკრეტული ეპოქა ლიტერატურულ ნაწარმოებში ასახული პრობლემის გადაჭრის გზებზე, რა ღირებულებებისა და ფასეულობების კონტექსტში უნდა განიხილებოდეს ეს პრობლემები. შერჩეული ტექსტები ჟანრობრივადაც მრავალფეროვანი უნდა იყოს: პოეზიის საუკეთესო ნიმუშებთან ერთად უნდა ისწავლებოდეს ეპიკური და დრამატული ჟანრის ნაწარმოებები, პუბლიცისტიკა, მემუარული და ავტობიოგრაფიული თხზულებები, ლიტერატურული ესეები, შესაძლებელია პოლიჟანრული ნაწარმოებების შეტანაც.


ქართული ლიტერატურის ნიმუშებთან ერთად სასურველია უცხოური ლიტერატურის (როგორც პოეტური, ისე პროზაული ტექსტები) იმ ნიმუშების წარმოდგენაც, რომლებიც იმავე ეპოქაშია შექმნილი და ტიპოლოგიისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით ახლოს დგანან სწავლების ამ ეტაპისათვის შერჩეულ მხატვრულ ნაწარმოებებთან.


XII კლასის სტანდარტი ქართულ ენასა და ლიტერატურაში


წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით



ზეპირმეტყველება

კითხვა

წერა

ქართ. XII. 1. მოსწავლე წარ-მოადგენს სასწავლო პროექტს აუდიტორიის წინაშე.


ქართ. XII. 2. მოსწავლე კრიტიკულად აანალიზებს და აფასებს თანაკლასელთა მიერ წარმოდგენილ სასწავლო პროექტებს.

ქართ. XII. 3. მოსწავლე ამოიცნობს და იყენებს სასწავ-ლო პროექტის პრეზენტაციის შესაბამის ხერხებს.


ქართ. XII. 4. მოსწავლე იყენებს სხვადასხვა სტრატეგიას სას-წავლო პროექტის პრეზენტა-ციისათვის.

ქართ. XII. 5. მოსწავლე კითხულობს და აანალიზებს სხვადასხვა პერიოდის, ქვეყნისა და კულტურის ტექსტებს მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.


ქართ. XII. 6. მოსწავლე ადარებს ერთმანეთს სხვადა-სხვა ტექსტში ასახულ ფასე-ულობებსა და შეხედულებებს.


ქართ. XII. 7. მოსწავლე აანალიზებს კულტურული, სოციალური და ისტორიული ფასეულობების გავლენას ტექსტსა და მის ინტერპრეტაციაზე.


ქართ. XII. 8. მოსწავლე აანალიზებს მხატვრული სახის შესაქმნელ ენობრივ საშუალებებს.


ქართ. XII. 9. მოსწავლე აანალიზებს, რა ეფექტს ახდენს ავტორის ენობრივი არჩევანი მკითხველზე საკუთარი და სხვების ინტერპრეტაციების შედარების საფუძველზე.


ქართ. XII. 10. მოსწავლე ირჩევს და იყენებს კითხვის ეფექტურ სტრატეგიებს.


ქართ. XII. 11. მოსწავლე წერს გამოკვლევას (მცირე მოცულობის სამეცნიერო ნაშრომს) წინასწარ შერჩეულ თემაზე.


ქართ. XII. 12. მოსწავლე წერს სასწავლო რეფერატს რამდენიმე წყაროს მიხედვით.


ქართ. XII. 13. მოსწავლე წერს მხატვრული ნაწარმოების ანალიზს.


ქართ. XII. 14. მოსწავლე იყენებს წერის სათანადო სტრატეგიებს.




სარეკომენდაციო შინაარსი

XII კლასის სტანდარტში მოცემული შედეგების მიღწევა შესაძლებელია მოცემულ შინაარსზე დაყრდნობით:


1. ინფორმაციის გაგება, ანალიზი და შეფასება

გრამატიკული ასპექტები: სტილის რაობა; ტავტოლოგია და პარონომაზია, კალკი, ატროფია; ფუნქციური სტილის გამოყენება და დანიშნულება; ენათმეცნიერული და პოეტური სტილისტიკა; მხატვრული ტექსტის ლინგვისტური ანალიზი; რიტორიკული შეკითხვების არსი და სტრუქტურა; მიზეზშედეგობრივი კონსტრუქციები, პირობითი წინადადებები, დროთა თანამიმდევრობისა და ლოგიკური ურთიერთმიმართების გამომხატველი სიტყვათშეხამებები და წინადადების წყობა; ენა, როგორც მხატვრულ სახეთა შექმნის საშუალება; მხატვრულ სახეთა შექმნის ენობრივი მექანიზმი; პოეზიის ენა; პოეტური ლოგიკა; პირდაპირი, ირიბი და არასაკუთრივი პირდაპირი ნათქვამი; არასაკუთრივი პირდაპირი ნათქვამის ქვესახეობები; ტექსტის რედაქტირებისთვის აუცილებელი გრამატიკული, პუნქტუაციური და ორთოგრაფიული წესები და ნორმები.


2. ენის კომუნიკაციური ასპექტები

სასწავლო პროექტი. პროექტის დაგეგმვა, წინასწარი კვლევები და მათი შედეგები; პროექტის წერილობითი გაფორმება და პრეზენტაცია.


ტექსტის ტიპები: სასწავლო პროექტის ტექსტი., გამოკვლევა (მცირე მოცულობის სამეცნიერო ნაშრომი), სასწავლო რეფერატი.

3. მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა

XII კლასის ბოლოს მოსწავლეს ჩამოყალიბებული უნდა ჰქონდეს ის უნარ-ჩვევები, რომლებიც მას უმაღლეს სასწავლებელში წარმატებით სწავლის საშუალებას მისცემს ანუ სწავლების ამ ეტაპზე აქცენტი კვლევითი უნარ-ჩვევების ფორმირებაზე კეთდება. თუ XI კლასში მოსწავლეს საშუალება ჰქონდა შეესწავლა, გაეანალიზებინა და შეედარებინა სხვადასხვა პერიოდის შედარებით რთული და მრავალფეროვანი ლიტერატურული მასალა მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით, XII კლასში იმავე საქმიანობას ის ახორციელებს სხვადასხვა პერიოდის, ქვეყნისა და კულტურის ტექსტების საფუძველზე. მან უნდა იკვლიოს და გააანალიზოს მსგავსი ან ერთნაირი პრობლემა სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის ტექსტებში, კულტურული, სოციალური და ისტორიული ფასეულობების გავლენა ტექსტში განვითარებულ კონფლიქტსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე. ამიტომ დამამთავრებელ კლასში იზრდება ნათარგმნი ლიტერატურის ხვედრითი წილი (უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ მოსწავლე ამ დროისათვის უნდა ფლობდეს რომელიმე ერთ უცხოურ ენას მაინც, რაც მას საშუალებას მისცემს, შეადაროს ორიგინალი თარგმანს). ჟანრობრივად და თემატურად მრავალფეროვან ლიტერატურულ მასალასთან ერთად სწავლების ამ ეტაპზე შესაძლებელი და სასურველიცაა ლიტერატურული კრიტიკის, სამეცნიერო და კვლევითი ხასიათის, საკითხის კვლევის ისტორიის ამსახველი მასალების შემოტანაც.“;


რეკომენდებულ მწერალთა ჩამონათვალი:


იაკობ ხუცესი;

გიორგი მერჩულე;

იოანე საბანისძე;

დავით აღმაშენებელი;

შოთა რუსთაველი;

სულხან-საბა ორბელიანი;

დავით გურამიშვილი;

ბესიკ გაბაშვილი;

ალექსანდრე ჭავჭავაძე;

გრიგოლ ორბელიანი;

ნიკოლოზ ბარათაშვილი;

გიორგი ერისთავი;

ილია ჭავჭავაძე;

აკაკი წერეთელი;

ალექსანდრე ყაზბეგი;

ვაჟა-ფშაველა;

დავით კლდიაშვილი;

ვასილ ბარნოვი;

ნიკო ლორთქიფანიძე;

ლეო ქიაჩელი;

კონსტანტინე გამსახურდია;

მიხეილ ჯავახიშვილი;

გრიგოლ რობაქიძე;

გერონტი ქიქოძე;

დემნა შენგელაია;

გალაკტიონ ტაბიძე;

ტიციან ტაბიძე;

პაოლო იაშვილი;

კოლაუ ნადირაძე;

ტერენტი გრანელი;

ვალერიან გაფრინდაშვილი;

პოლიკარპე კაკაბაძე;

გიორგი ლეონიძე;

იოსებ გრიშაშვილი;

სიმონ ჩიქოვანი;

ნიკო სამადაშვილი;

ლადო ასათიანი;

მირზა გელოვანი;

ლევან გოთუა;

გიორგი შატბერაშვილი;

გურამ რჩეულიშვილი;

ჭაბუა ამირეჯიბი;

ანა კალანდაძე;

მუხრან მაჭავარიანი;

გივი გეგეჭკორი;

ნოდარ დუმბაძე;

არჩილ სულაკაური;

რეზო ინანიშვილი;

რეზო ჭეიშვილი;

ნაირა გელაშვილი;

ნოდარ წულეისკირი;

ოთარ ჭილაძე;

ჯემალ ქარჩხაძე;

გურამ გეგეშიძე;

თამაზ ბიბილური;

გურამ დოჩანაშვილი;

შოთა ჩანტლაძე;

ბესიკ ხარანაული;

ლია სტურუა;

გურამ ასათიანი;

ოთარ ჩხეიძე;

ვლადიმერ სიხარულიძე;

ჯემალ თოფურიძე;

ნუგზარ შატაიძე;

აკა მორჩილაძე.


საგნობრივი პროგრამა საგანში ქართული, როგორც მეორე ენა


1. ზოგადი ნაწილი საგანში ქართული, როგორც მეორე ენა


შესავალი


ქართულის როგორც მეორე ენის სასწავლო გეგმა განკუთვნილია არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისათვის. მისი მიზანია, უზრუნველყოს სახელმწიფო ენის სწავლება და ამით ხელი შეუწყოს ისეთი სრულფასოვანი მოქალაქის აღზრდას, რომელიც შეძლებს ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩაბმას და საკუთარი წვლილის შეტანას მის განვითარებაში.


უფრო კონკრეტულად, ქართულის, როგორც მეორე ენის სასწავლო გეგმის მიზანია, მოსწავლე უზრუნველყოს იმგვარი ცოდნით, რომ მან შეძლოს:

  • წარმატებული კომუნიკაცია;

  • სხვადასხვა ტიპის ტექსტების შექმნა და გაგება;

  • ქართული ენობრივ-კულტურული თვითმყოფადობისა და ფასეულობების პატივისცემა;

  • სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბება;

  • სახელმწიფოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის სოციოკულტურულ თავისებურებათა დაფასება და პატივისცემა; სოციოკულტურული მრავალფეროვნების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების გამოვლენა;

  • ქართული ენის ცოდნის შემდგომი გაღრმავება და გამდიდრება დამოუკიდებლად.

  • სხვა ენების დამოუკიდებლად შესწავლა.



ამ მიზნების მიღწევა სხვადასხვა ტიპის ამოცანების გადაჭრას გულისხმობს, კერძოდ, მოსწავლემ:

უნდა აითვისოს როგორც ენობრივი, ისე კულტურული ინფორმაცია.

უნდა შეიძინოს სხვადასხვა კატეგორიის უნარ-ჩვევა:

  • სამეტყველო უნარ-ჩვევები (მოსმენა, კითხვა, წერა, ლაპარაკი);

  • უცხო კულტურის გაგების უნარი;

  • ენის სწავლის უნარ-ჩვევები (სწავლის სწავლა);

  • სასიცოცხლო უნარ-ჩვევები (თანამშრომლობა, თავისუფალი არჩევანის გაკეთება, პრობლემის გადაჭრა, შემოქმედებითობა და სხვა).


უნდა ჩამოუყალიბდეს სხვადასხვა ტიპის დამოკიდებულება:

  • პიროვნულ განსხვავებათა დაფასება და პატივისცემა;

  • ენობრივ-კულტურული კუთვნილების განცდა;

  • ენების სწავლის სურვილი და სხვა.


უნდა ჩამოუყალიბდეს ქვეყნის მოქალაქეობის განცდა.


სასწავლო გეგმის სტრუქტურა


ქართულის, როგორც მეორე ენის, სასწავლო გეგმა შედგება სამი ძირითადი ნაწილისაგან: შესავალი; სტანდარტი; პროგრამის შინაარსი.


თავის მხრივ, სტანდარტი შედგება სამი ძირითადი კომპონენტისაგან: მიმართულება; შედეგი; ინდიკატორი.


მიმართულებები შედგება თითოეული კლასის ბოლოს მისაღწევი შედეგებისაგან. თითოულ შედეგს თავისი ინდიკატორები აქვს.


Реклама:




1   2   3   4   5   6   7   8   9   ...   64

Скачать 9.94 Mb.
Поиск по сайту:
Разместите кнопку на своём сайте:
Генерация документов


База данных защищена авторским правом ©GenDocs 2000-2011
При копировании материала укажите ссылку
обратиться к администрации
Уроки, справочники, рефераты
Учебный материал

Рейтинг@Mail.ru